geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 

 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №133/02-01, 28.05.2025 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7 „ფაკულტეტის სტუდენტთაგან  (ბაკალავრიატი -მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე

ვბრძანებ:

 

1. 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№133/02-01,  28.05.2025) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (35 623 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2. საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);

3.  დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა   განახორციელოს ფაკულტეტის  საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

ა) მანანა შამილიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ)  სანდრო ტაბატაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ნათელა მონიავა - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე;

დ) გიორგი გოგსაძე, პროფესორი;

ე) იაგო კაჭკაჭიშვილი, პროფესორი;

ვ) მედეა უშარაული, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;

ზ) თეა ვახანია, ფინანსური კონსულტანტი;

 

4.   დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა  და  სხვა  ტიპის გრანტით სრული   დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;

 

5.  დაფინანსებისთვის სტუდენტთა  საბუთები  მიიღება  ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge ;

 

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის   ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე  განთავსება;

 

7.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.